12:13 | 2021-11-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საგანგაშო მდგომარეობაში ვართ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია – მარინა ენდელაძე

საგანგაშო მდგომარეობაში ვართ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია – მარინა ენდელაძე

77 გარდაცვლილი და 4 563 ახალი შემთხვევა – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა.

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბუნებრივია სიკვდილობის მაჩვენებელსაც ზრდის. მისივე განმარტებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურება.

VIDEO: რომ დაჯდა, მაშინ შევხედე ფეხებზე და შეშუპება ჰქონდა - ჩარკვიანი სააკაშვილზე
2021-11-11VIDEO: რომ დაჯდა, მაშინ შევხედე ფეხებზე და შეშუპება ჰქონდა - ჩარკვიანი სააკაშვილზე

 

„მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ყოველი 5-6 ათასი შემდგომი კონტაქტები კიდევ უფრო მეტად და მართლაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. მაღალ ინფიცირებულთა რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილობაც მაღალია.

 

ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე და რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა და ამ რაოდენობით იქნება, იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება,“ – აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X