14:37 | 2021-11-11 ავტორი:

ეს კადრები პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში – ხატია დეკანოიძე

ეს კადრები პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში – ხატია დეკანოიძე

“ ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში“,- ამ სიტყვებით შეაფასა “ნაციონალური მოძღაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გავრცელება.

მისი თქმით, პენიტენციურმასამსახურმა იცოდა, რომ ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ და გავრცელება დაასწრეს.

 

“1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.

 

2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის – მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;

 

3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.

 

4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.
ვაგრძელებთ პროტესტს”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ გადაჰყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X