
ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, როგორ გადაიყვანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში. ამ კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა.
„საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა რომ გადავარჩინო, უნდა განვერიდო ამ ყველაფერს. პეპლები და ზიზიები ვპოსტო. სხვა გზა არაა“ – წერს რეკლამის სპეციალისტი ირა ჭელიძე.
„არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც შეიძლება მოწონდეს ნებისმიერი პატიმარი როგორ შეყავთ სადმე ძალით, ძალით იმიტომ, რომ ის არ ემორჩილება ბადრაგებს და ამ დროს რა თქმა უნდა ყველა პატიმრის მიმართ გამოიყენება იძულებითი წესით გადაყვანა, შეყვანა და ა.შ… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს.
რაც ვნახეთ ეს კადრები, ჯერ მარტო იმიტომ რომ ის პატიმარი იყო ჩემი ქვეყნის პირველი პირი ნამდვილად არ მეხამუშა, რადგანაც მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანას მართავდა სწორედაც ასეთი ფსიქიკის პატრონი ადამიანი. სააკაშვილი კი არა, ვინც გინდა იყოს, მისი გადაყვანა, წელსზემოთ ნახვა და ა.შ არაა სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ეს კადრები სახელმწიფომ თავისი ნებით გაუშვა? ამდენი დღეა გვარამია და მისი ძმანი ყველას გვარწმუნებდნენ რომ სააკაშვილი სულ თმებით ათრიეს, ცემეს, აწამეს და რაც მთავარია, სააკაშვილი არის უძლური, დასუსტებული, ნაშიმშილარი და ამისთვის სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხიო.. ახლა მაქვს კითხვა, როდესაც ასეთი ბრალდებებია, ამ დროს სახელმწიფომ როგორ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას სიმართლე? ერთადერთი რაც ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია არის ის, რომ თვალნათელი გახადოს ყველაფერი და გვანახოს ის, თუ როგორ არ ემორჩილება პატიმარი სააკაშვილი ბადრაგებს, როგორ ემუქრება მათ (ეს მისი სტილია), როგორ ამტვრევს დანადგარებს და ა.შ… კიდევ ვიმეორებ, მეორედ ვერ/არ ვნახავ იმას რაც დღეს აჩვენა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ რატომ აიძულებთ იმას, რაც თვითონაც არ სიამოვნებს ხელისუფლებას? რატომ აბრალებთ და რატომ იტყუებით რომ ის თურმე რომელიმე პატიმარზე ძალადობს, აწამებს და არაადამიანურად ეპყრობა? აი რატომ იგონებთ? სააკაშვილს თავისივე ადვოკატები ,,უჩალიჩებენ” გეუბნებით რა… რიგით, მართლა რომ არავინ იცის ისეთ პატიმარს უკეთებენ ციხეზე ოპერაციებს და ხელის გულზე დაყავთ და როგორ გგონიათ, სააკაშვილს ვინმე სადმე შეეხება? სახელწმიფო ასეთი დებილი გგონიათ? არავინაც არ ეხება და მართლა ყველა ზედ ჰყვება და რატომ იგონებთ ამ ყველაფერს და რატომ აყენებთ თვითონ სააკაშვილს ასეთ, სასაცილო და საბრალო სიტუაციაში?
მრცხვენია მართლა რომ ასეთი არსება იყო ჩემი ჯარისკაცების მთავარსარდალი მიიყვანეს გლდანში და ალბათ გაახსენდა ყოველი მისი ბრძანება რაც გაუცია პატიმრების წამების მიზნით და მაგიტომაც არ გადმოდიოდა მანქანიდან მაგიტომ ჩავარდა პანიკაში, მაგრამ ვერავინ და პირველ რიგში ვერც სააკაშვილი ვერ მიხვდა ერთ რამეს, 2012 წლის შემდეგ არავინ, არავინ აწამებს პატიმარს, ა რ ა ვ ი ნ. ყველა ყვეელას იცნობს, ყველას ჰყავს პატიმარი ნაცნობი და გაიკითხეთ, ასეთი რთულია ამის გაგება?
მოკლედ და შევეცდები მეტი არ შევეხო პატიმარი სააკაშვილს საქმეებს…. მაგ კაცმა დააშავა და პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე და არის ციხეში და მან უნდა მოიხადოს ეს სასჯელი და დააცადეთ რა.. სულ ნუ შეაზიზღეთ მთელ მსოფლიოს ეგ საცოდავი კაცი….
ხო მართლა, აბა ჯვარს არ მაძლევენო სააკაშვილმა? კარგით ხო, არ დაგღლით და კიდევ და ალბათ ბოლოჯერ ვიძახი: ალალად მრცხვენია, რომ ასეთი ფსიქიკის ადამიანი იყო ჩემი ქვეყნის პირველი პირი..
პს: ნუ უგონებთ სახელმწიფოს ტყუილებს, თორემ ხომ ხედავთ, იძულებულს ხდით სიმართლე გვაჩვენოს!!!“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია. ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ზრუნავს.
„გავრცელებული კადრებით საზოგადოებამ ორი რამ დაინახა, ერთი ის, რასაც ვამბობდით, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ამ თვალსაზრისით ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოს. თქვენ დაინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის სტაბილურობის გამო. საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია და დადასტურდა, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, მაშინ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეხვიდე. სხვა შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან.
სახელმწიფო მის ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ზრუნავს. შეიძლება, მორწმუნე ადამიანს რწმენა ჰქონდეს, რომ მოშიმშილე ადამიანი 40 დღეზე მეტი ხანი ინარჩუნებდეს ენერგიას, მაგრამ ამ დონეზე შეიძლება ბადრაგის თანამშრომლებთან ძალადობდეს? სამწუხაროდ, მისი შიმშილობა სპეკულაცია რომ იყო, ეს დადასტურდა იმითაც, რომ 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი როგორ უსწორდება ბადრაგის თანამშრომელს, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის “დუხზეა” -ამბობს გიგი უგულავა.
„სიტყვებს ვერ ვპოულობ! სიბრაზე მახრჩობს! კლავენ რა. მიზანმიმართულად კლავენ და ცდილობენ მანამდე მორალურად გატეხონ რაც არ გამოსდით! ბიძინა დაჩმორებულ მიშას ვერ ეღირსა და ვერც ეღირსება !“ – ჟურნალისტი ნანუკა ჟოჟოლიანი.
„წარმოუდგენელი კადრებია. ოცნებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველას სირცხვილია და ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა. არ არსებობს ამ მთავრობისთვის ადამიანი, არც ერთი!“ – ელენე ხოშტარია.
„ეს შიმშილობდა თუ კარატეს გაკვეთლებს ესწრებოდა?“ – წერს ბერდია კალანდია.
„თუ წარსულში ავადმყოფურ/მანიაკალურ სიამოვნებას იღებდი შენი ოპონენტების/მოწინააღმდეგეების ჩაგვრისგან, დამცირებისა და ფიზიკური/მორალური განადგურებისგან, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ინდიფერენტული დარჩება შენი აწმყოს მიმართ, რადგან აბსოლუტურად ლოგიკურია ეს გულგრილობა. შეცოდება და ზოგადად ჰუმანისტობა ადამიანებზე ვრცელდება. არაადამიანებზე კი ამას ვერავის მოსთხოვ – უფრო ინდივიდუალური არჩევანია“,- წერს ანალიტიკოსი კახა დგებუაძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















