
არ მინახავს კადრები, კარგს რომ არაფერს გამოაქვეყნებდნენ, ვიცი, – განაცხადა გიული ალასანიამ და ამით მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს გამოეხმაურა.
„დილიდან შეხვედრებზე ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, არ მინახავს“, – განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ექს-პრეზიდენტის დედას მოლოდინი გაუცრუვდა.
„დიდი მადლობა მათ, მაგას ისედაც მოვუწოდებთ. მე პირადად, სხვა მოწოდებას ველოდებოდი, რომ საავადმყოფოში გადაიყვანონ და მიხედონ“, – განაცხადა ალასანიამ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















