
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.
ყოფილ პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ყიფშიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ შესაძლოა საზღვარგარეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა გახდეს საჭირო.
„დასამატებელია რამდენიმე ადამიანი, ქირურგი, გასტროენტეროლოგი და ა.შ ვთქვათ შეწყვიტა შიმშილობა, გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მისი მკურნალობა არის ურთულესი.
ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს საზღვარგარეთის სპეციალისტების ჩამოყვანა, რომ პრეზიდენტმა ნელ-ნელა დაიწყოს ჭამა. ეს არ არის ასეთი ადვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.






















