13:09 | 2020-04-07 ავტორი: ანეტი მიქელაძე

VIDEO: მსოფლიოს მასშტაბით 700-მა ბავშვმა იტალიური არია Nessun dorma შეასრულა

VIDEO: მსოფლიოს მასშტაბით 700-მა ბავშვმა იტალიური არია Nessun dorma შეასრულა

მსოფლიოში ყველაზე დიდმა ბავშვთა ვირტუალურმა გუნდმა, ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტიდან“ არია Nessun dorma შეასრულა.

 

თითოეულ ბავშვს ხელში ფურცელზე აწერია, რომელი ქალაქიდანაა. მათ აკომპანიმენტს Europa InCanto-ს ორკესტრი უწევს.

 

„ჩვენ 700-მდე ვიდეო მივიღეთ არამხოლოდ იტალიიდან, არამედ მთელი ევროპიდან, რომლებიც პუჩინის არიას გულმოდგინედ ასრულებდნენ“, – განმარტავენ Europa InCanto-ში.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X