08:55 | 2021-11-12 ავტორი: Prime Time

დღეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ორ ლოკაციაზე აქცია გაიმართება

დღეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ორ ლოკაციაზე აქცია გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების აქცია დღეს, 14:00 საათზე დედაქალაქის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, აქცია მეტროსადგურებთან „300 არაგველი“ და „დიდუბე“ ჩატარდება.

 

„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში – „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ – გამოსასვლელთან 14:00 საათზე.

 

ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე!, – განაცხადა მელიამ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X