
საქართველოში 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება და გაფართოვდება მისი არეალი.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.
მისივე განმარტებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გადადით ბმულზე და გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























