13:19 | 2021-11-12 ავტორი: Prime Time

ზურაბ ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა, სხვადასხვა ქალაქში, სუს-ის შენობების შესასვლელები ავტომობილებით ჩაკეტეს

ზურაბ ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა, სხვადასხვა ქალაქში, სუს-ის შენობების შესასვლელები ავტომობილებით ჩაკეტეს

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ქვეყნის 6 დიდ ქალაქში აქციებს მართვას. აქცია-პერფორმანსში პირადად ჩაერთო ზურაბ ჯაფარიძე. მან, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავად იჯდა.

ოპოზიციამ ჩემი სტრატეგია არ აირჩია - თაკო ჩარკვიანი რუსთაველზე კარვების დადგმას ითხოვს
2021-11-12ოპოზიციამ ჩემი სტრატეგია არ აირჩია - თაკო ჩარკვიანი რუსთაველზე კარვების დადგმას ითხოვს

 

მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, ჯაფარიძე, ავტომანქანასთან, ერთად ევაკუატორით გადაიყვანეს.

 

მსგავსი აქცია გაიმართა აჭარაშიც. ბათუმში, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ასევე სუს-ის შენობის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა, თბილისის მსგავსად, სამართალდამცველებმა ავტომობილი ევაკუატორით გაიყვანეს. აქცია-პერფორმანსის დროს, პოლიციამ ბათუმში ერთი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

 

ანალოგიური აქციები გაიმართა ქუთაისსა და რუსთავში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X