
ახლა მიხეილ სააკაშვილისთვის პერიოდი ცუდია, თუმცა შემდეგი კვირიდან მისი ენერგოტონუსი მოიმატებს. იმუნიტეტი გაძლიერდება, განწყობაც გაუუმჯობესდება და თავს უკეთ იგრძნობს, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
„მთელი წლის განმავლობაში ეს თვე მისი ნიშნისთვის არის ყველაზე ცუდი, ამიტომ მან შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო, მის ორგანიზმს ახლა არ სჭირდება ზედმეტი გამოფიტვა, რადგან ისედაც ენერგოტონუსი დაბალი აქვს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 22 ნოემბრიდან მზე მის ნიშანში გადადის და კარგი პერიოდი დაეწყება, ენერგოტონუსიც გაუუმჯობესდება და თავსაც უკეთ იგრძნობს, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ დროს ციხეში გაატარებს. თუმცა ენერგიას იგრძნობს და მინდა მისი გულშემატკივრები დავამშვიდო – არ უწერია ამ კაცს ციხეში სიკვდილი.
რაც შეეხება ზოგად პროგნოზს 2022 წელს ვეფხვის წელი მოდის, რომელსაც ცვლილებები უყვარს, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება პოლიტიკურ ველზე”, – განუცხადა მიხეილ ცაგარელმა “digest.pia”-ს
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















