
ცნობილი რეჟისორი ერმალო მაღრაძე ახალი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს“ კლინიკა „ბომონდში“ დაუდასტურეს.
მათი ცნობით, რეჟისორი კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანის მომენტიდან მძიმე იყო.
“პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას,” – ამბობს “კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი ირმა მესხი.
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















