
ესპანეთში ქართველი ემიგრანტი, მეცო სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა.
იგი მადრიდში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო და ასოციაციის „დიასპორა“-ს პრეზიდენტი იყო. ლალი ასევე ეწეოდა თარჯიმნობით საქმიანობას, სოხუმელი ემიგრანტი აფხაზეთიდან, რომელიც კარგად იყო ინტეგრირებული ესპანურ საზოგადოებაში და კულტურაში, ასევე ეწეოდა ქართული კულტურის წარმოჩინებას და პოპულარიზაციას ესპანეთის სამეფოში.
„ის გული თავის სათაყვანო აფხაზეთზე და საქართველოზე რომ ძგერდა სიყვარულით და უსაზღვრო მონატრებით იხარჯებოდა, მეორე სამშობლოდ მიღებულ ესპანეთში, მის მთავარ ქალაქში მადრიდში გაუჩერდა…

ხშირად იტყოდა: “… მადრიდი რატომღაც სოხუმს მაგონებს, ამ ულამაზეს ყვავილებად აფეთქებული ოლეანდრების ქუჩას და მის თეთრ შენობებს, რომ ჩავივლი ასე მგონია აგერ სოხუმის სანაპიროზე (“ბერეგ“-ს რომ ვეძახდით), გავალო..”,- წერს მისი მეგობარი მანანა სოტკილავა.
ჯერ კიდევ 19 წლის წინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ოპერაში, მისი ხმა უმალ შეფასდა როგორც მეცო სოპრანო, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს ესპანეთში.
მისივე თქმით, ლალი ჭილაია იყო ენერგიული, სიცოცხლით სავსე ქართველი, გამორჩეული იუმორის გრძნობით. ადამიანი, რომელმაც უამრავი ქართველი ფეხზე დააყენა და გაჭირვებაში ხელი გაუწოდა. ბოლო ოფიციალური შეხვედრიდან სადაც ქართული დიასპორა და ქართველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ, „ქართული სახლის“ პრეზიდენტი დიანა ციხისთავი იხსენებს მის ხუმრობანარევ ბოლო სიტყვებს:
„ჩემს სამშობლოში, როდის დამაბრუნებთო?! სამწუხაროდ ეს ნატვრა ნატვრად დარჩა“….
ავტორი: თეა შონია
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















