
გვყავს ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ანუ ესენი არიან მძიმე პაციენტები, ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე ჩვენთან მყოფი კოვიიდინფიცირებული პაციენტის, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, 18 პაციენტს გაუკეთდა ანალიზი, რომლის პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.
„ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტია, გუშინ გამოვიკვლიეთ 16 პაციენტი და ყველა შედეგი იყო ნეგატიური.
დღეს დილიდან 18 პაციენტს გაუკეთდა ანალიზი და ამის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება [რესპუბლიკურ] კლინიკაში მოთავსებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, მოგეხსენებათ მას აქვს ორმხრივი პნევმონია მაგრამ მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებს.
გვყავს ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივეს აღენიშნება ორმხრივი მძიმე პნევმონია, თანმხლები დაავადებების ფონზე განვითარებული, რამაც შემდგომში სეპტიური შოკის განვითარება გამოიწვია.
ანუ ესენი არიან მძიმე პაციენტები, ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე ჩვენთან მყოფი კოვიიდინფიცირებული პაციენტის. ისინი უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ სამედიცინო თვალსაზრისით.
მათ კორონავირუსი არ აქვთ,თუმცა ორივე მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.






















