14:39 | 2021-11-14 ავტორი: Prime Time

ვინ არის ზუგდიდში გარდაცვლილი 5 შვილის დედა, რომელიც მე-5 სართულიდან გადავარდა

ვინ არის ზუგდიდში გარდაცვლილი 5 შვილის დედა, რომელიც მე-5 სართულიდან გადავარდა

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში დაღუპული 5 შვილის დედა 42 წლის თამარ ცაგურიაა. მისი უფროსი შვილი 11 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი 4-ის. მეზობლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს, ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. მათივე თქმით, იგი სარეცხის გაფენის დროს მეხუთე სართულის მოაჯირიდან გადავარდა.

 

როგორც ირკვევა ამ ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ – მინდობითი აღზრდის სერვისში არიან. თამარ ცაგურია აფხაზეთიდან დევნილი იყო. მას მამა აფხაზმა სეპარატისტებმა ომის დროს მოუკლეს, ხოლო დედა ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობდა. შვილის გარდაცვალებიდან მალევე მან შემოვლითი გზით ე.წ. საზღვარი გადმოლახა და ახლა, შვილიშვილებთანაა.

 

ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის და დევნილი მრავალშვილიანი დედის შესახებ მეზობელი წერს:

 

“როცა თამუნა გავიცანი მომიყვა ომის ტრაგედიაზე, რაც მათმა ოჯახმა გამოიარა, თუ როგორ მოუკლეს აფხაზმა სეპარატისტებმა მამა, რამდენი სირთულე ჰქონდა ამ პატარა ქალს გამოვლილი… მერე ბავშვებმა მითხრეს, არ გვინდა დაბრუნება იმ სახლში, სადაც მინდობით ვიზრდებითო და მთხოვეს დავხმარებოდი, რომ არ წაეყვანათ…

 

თამუნას ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა…პირდაპირი იყო, უბოროტო, მადლიერების გამოხატვა შეეძლო, ერთ მცირეოდენი დახმარებაზეც კი ასჯერ მიხდიდა მადლობას და მლოცავდა. ვერავინ იტყვის, რომ შვილებს ყურადღებას არ აქცევდა…მას შეეძლო არ ეთაკილა ჯართი შეეგროვებინა და დაბადების დღე გადაეხადა შვილებისთვის, მეუღლისთვისაც

 

„სად ხარ დედიკო... ხომ მითხარი არსად არ წავალო...
2021-11-14„სად ხარ დედიკო... ხომ მითხარი არსად არ წავალო..." - უბედურ შემთხვევას 5 შვილის დედა ემსხვერპლა

 

ერთხელ ვუთხარი, რა მატარებელივით დადიხართ ეს დედა შვილები-მეთქი, რა თქმა უნდა, ხუმრობით… ხელჩაკიდებული დადიოდა დედა და თავისი 5 შვილი.

 

ყოველთვის იყო გამზადებული ცხელი სადილი ბავშვებისთვის, სულ წუხდა, რომ სათანადო საყოფაცხოვრებო ნივთები არ ქონდათ და ეს შესაძლოა მიზეზი გამხდარიყო ბავშვების ოჯახში არმობრუნების

 

ბავშვებს მამასთან სურთ ცხოვრება, ბებიაც ამ სახლში დარჩება ბავშვებთან, მან აფხაზეთიდან შემოვლითი გზით მოახერხა გადმოსვლა და არსად წასვლას არ აპირებს. თითოეული ადამიანის თანადგომა ამ ოჯახისთვის მეტად საჭიროა და მჯერა ეს ოჯახი ღირსეულად ,ყველა ერთად გააგრძელებს ცხოვრებას”, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი თეა ქარდავა.

 

მეზობლების თქმით, დედით დაობლებულ ბავშვებს დაღუპული ქალის ბებია გაზრდის.

 

42 წლის თამარ ცაგურიას ხუთშაბათს, ზუგდიდში დაკრძალავენ.

 

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში კორპუსის მეხუთე სართულიდან ხუთი შვილის დედა გადმოვარდა და დაიღუპა

 

ავტორი: თეა შონია 

 

ავტორი: Prime Time

X