13:03 | 2021-11-15 ავტორი: Prime Time

სიღნაღში ავტოავარიის დროს დაშავებული 4 ახალგაზრდადან, მესამე წუხელ გარდაიცვალა

სიღნაღში ავტოავარიის დროს დაშავებული 4 ახალგაზრდადან, მესამე წუხელ გარდაიცვალა

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

 

22 წლის გიგა პარკაული, სიღნაღი-ანაგის გზაზე მომხდარი ავარიის მესამე მსხვერპლია.

 

პარკაული საავადმყოფოდან ბინაზე, ერთი კვირის წინ, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ გაწერეს და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

ავარია, 26 ოქტომბერს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

 

ერთ-ერთი მგზავრი, ლაშა ნადირაშვილი, ადგილზე დაიღუპა. დაახლოებით ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა, ავტომანქანის კიდევ ერთი მგზავრი, ლუკა ქუსიკაშვილი.

 

ექიმების განმარტებით, მძიმეა მეოთხე დაშავებულის მდგომარეობაც, რომელსაც კარგა ხნის მანძილზე, სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები, დონორებს სოციალური ქსელითაც ეძებდნენ.

 

ახალგაზრდას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

 

აქვე ნახეთ: შოკისმომგვრელი კადრები – მამაკაცმა მგზავრის გადარჩენა სცადა, თუმცა მატარებელს თავად შეუვარდა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

 

 

ავტორი: Prime Time

X