
მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგმა სასამართლო სხდომამ ისევ ბრალდებულის გარეშე ჩაიარა.
პროცესის დასრულების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები გლდანის მე-18 დაწესებულებაში მივიდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს სხდომის დეტალებს აცნობენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრებენ.
„მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში მოთავსებულია კანონდარღვევით, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს უკვე უპირობო საფუძველია იმისა, რომ ის მე-18 დაწესებულებიდან იქნეს გადაყვანილი.
კონსილიუმის რეკომენდაციაში ჩამოთვლილი ტექნიკური აღჭურვილობა და სამედიცინო პერსონალი არ არის მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი აქ არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















