19:50 | 2021-11-15 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშ არის – დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშ არის – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესებულია და თავს სუსტად გრძნობს.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, არის სუსტად, აქვს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში შესული, რადგან ის ლოგინიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა. დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშაა.

 

„ის არის შთაბეჭდილების ქვეშ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, როგორც ამ აქციების მშვიდობიანი ფორმით, ასევე ეფექტიანობის თვალსაზრისით. ის ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და მისი შიმშილობა და გათავისუფლება არის ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. ამიტომ არ უნდა გაიბლაროს ძირითადი მიზანი საშუალებისგან. დღეს იმიტომ ვერ გაბედა ხელისუფლებამ ძალის გამოყენება, რომ დასუსტებულია რეჟიმი და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო რთულდება. ის მიესალმება საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტს და იმედი აქვს, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა. პსრ ტესტი აქვს მას აღებული და ელოდებიან პასუხს. ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მას არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი მე-18 დაწესებულების დირექტორთან და ველოდებით ტესტის პასუხს“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

ავტორი: Prime Time

X