
პოლიტიკოს კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ნათლულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ჩემი საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ:
1. დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ
2. უნდა გასამართლდეს სამართლიანად და კანონის ფარგლებში
3. ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცა, მაგრამ
4. ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.
5. მინდა რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გააასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ…
6. მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით.
კარგ საღამოს გისურვებთ!”, – წერს თორნიკე დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო „ქართული ოცნება“2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კობა დავითაშილს სასტიკად გაუსწორდნენ, მას 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.
კობა დავითაშვილი 2020 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
























