
ბათუმში Covid 19-ით ახალგაზრდა ქალი, იამზე თურაძე გარდაიცვალა. მას ორი – 11 და 14 წლის შვილი დარჩა.
ქალი სოციალურად დაუცველი იყო და შვილებთან ერთად „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა.
ქალის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვებს არც მამა ჰყავთ, ის წლების წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი.






















