
ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“, სადაც კოვიდინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა აცხადებენ, რომ პაციენტს 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი მელოგინე იყო. იგი ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ სამეგრელოდან გადაიყვანეს.
ავტორი: თეა შონია























