00:10 | 2021-11-19 ავტორი: თამარ გონგაძე

„მახსოვს, ქეთის, როგორც ბიჭის დედა, როგორ ვაკვირდებოდი…“ – დედამთილი ეკა ბესელია შვილსა და რძალზე გვიყვება

„მახსოვს, ქეთის, როგორც ბიჭის დედა, როგორ ვაკვირდებოდი…“ – დედამთილი ეკა ბესელია შვილსა და რძალზე გვიყვება

უკვე ერთი წელია, რაც ეკა ბესელიამ დედამთილის ამპლუა მოირგო. რატი მილორავამ და ქეთი ყრუაშვილმა გასული წლის სექტემბერში იქორწინეს.

 

სამსახურეობრივი რომანის დაწყებიდან მალევე, ვაჟმა ეკას საცოლე წარუდგინა… და ქეთიც, ცნობილი ადვოკატისა და პოლიტიკოსის ოჯახის წევრი, გახდა.

 

პანდემიის გამო ჯვრისწერა გადადეს, რაზეც უკვე ეკა წუხს და სურს, შვილები ღვთის წინაშეც ერთ ოჯახად მოიაზრებოდნენ.

 

“პრაიმტაიმის” მკითხველს დედამთილი ბესელია რძალზე “ეჭორავა” და თავი ახალი ამპლუითაც დაგვანახა.

 

ეკა ბესელია: – ჩემს ვაჟს, რატის საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს და მეგონა, რომ ოჯახს იოლად ვერ შექმნიდა. კლასელის შემდეგ, მისგან ფლირტები და ურთიერთობები, საერთოდ არ მახსენდება. ქეთი იყო პირველი სერიოზული ურთიერთობა.

 

ქეთი და რატი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთ ოთახში აღმოჩნდნენ. მათი სასიყვარულო ურთიერთობა უცებ დაიწყო და ჩემმა ვაჟმა, ქეთი მეც მალევე წარმიდგინა. მახსოვს, პირველად, როგორც ბიჭის დედა, როგორ ვაკვირდებოდი.

 

რატი მილორავა და ქეთი ყრუაშვილი

 

ქეთის შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში ბუნებრივად მოხდა. რძალ-დედამთილის ურთიერთობა ჩვენ არ გვაქვს. მის მიმართ ისეთი განცდა მაქვს, როგორც საკუთარი შვილების მიმართ და ეს დედაშვილური ურთიერთობა, ძალზედ კომფორტულია.

 

დილით რომ ვიღვიძებ, პირველი ქეთის ვკითხულობ – “დე, როგორ ხარ-მეთქი”. თავიდან ჩემი შვილები ეჭვიანობდნენ, მაგრამ მერე მიეჩვივნენ.

 

როგორც ჩემი შვილების მიმართ ვარ სუბიექტური და მიკერძოებული, ასევე ვარ ქეთის მიმართაც. უფრო მეტადაც.

 

2021-10-21"ხელს მოვაწერთ და თუ ათსაათიანი ფრენა არ დამეზარა, სადმე გავემგზავრებით" - დათუნა მგელაძე

 

ქეთის მშობლები არ ჰყავს და ჩემი მისადმი ამგვარი დედობრივი ზრუნვა, ბუნებრივი და ძალიან ემოციურია. სიკეთით და სიცოცხლით სავსე, ხალასი გოგოა. მოსწონს ჩვენი ასეთი ურთიერთობა. მოკლედ, არ ვარ “კლასიკური გაგებით” დედამთილი.

 

ქეთი ჩემი მესამე შვილია. მართლა იშვიათია ასეთი ურთიერთობა.

 

მე ხომ ახლა მართლმსაჯულების სახლი გავაკეთე და მის მენეჯმენტში ქეთი ჩავრთე. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. ასე რომ, სამსახურშიც ოჯახური ტანდემი გვაქვს.

 

ეკა ბესელია რძალთან ერთად

 

ერთადერთი, რასაც ვსაყვედურობ არის ის, რომ მინდა მალე მაჩუქონ შვილიშვილი.

 

რატის ძალიან უყვარს და მომწონს, რომ ამას რომანტიკულად გამოხატავს. იცის ქეთის ფასი. ქალთან ურთიერთობაში, ბიჭს ყოველთვის ეტყობა, როგორი დედის გაზრდილია. სულ ვცდილობდი, რომ რატი რაინდული თვისებების ყოფილიყო. ქეთი ამბობს, პირველი, რამაც მოხიბლა, სწორედ რატის ასეთი ქცევები იყო. (ცუდად რომ მოიქცეს, ჩავთვლი, რომ ჩემი ბრალი იქნება.)

 

გული დამწყდა, რომ პანდემიის გამო მათი ქორწინება ვერ აღვნიშნეთ. მინდა, ჯვრისწერა დავაჩქაროთ, გაგვეწელა.

 

ჯვარს მცხეთის ჯვრის მონასტერში დაიწერენ, სადაც მე, აგერ უკვე 25 წელია დავდივარ ჩემს მოძღვართან. მამა კონსტანტინე ჩემი ქალიშვილის, ლიზას ნათლიაა. მართლა ერთად გავიზარდეთ. 25 წელია რომ ერთი მოძღვარი გყავს, უკვე ისეთი ახლობელია, საერთოდ რომ არ მნახოს, ისედაც ხვდება, როგორ ვარ…

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X