00:38 | 2021-11-20 ავტორი: რუსა ღვანიძე

Exclusive: „ამ ფოკუსის უკან, ძალიან დიდი ხრიკი იმალება“ – „ნიჭიერის“ „ჯადოქარი“ მიკრომაგიური სამყაროდან

Exclusive: „ამ ფოკუსის უკან, ძალიან დიდი ხრიკი იმალება“ –  „ნიჭიერის“ „ჯადოქარი“ მიკრომაგიური სამყაროდან

გრანდიოზული და ყველაზე რეიტინგულ მეგაპროექტ „ნიჭიერის“ ახალი X სეზონი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში, ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე გაიმართება, მაყურებელს უამრავ საინტერესო, გასაოცარ და გასართობ ნომრებს სთავაზობს.

 

„ნიჭიერმა” მაყურებელს, კიდევ ერთი უნიკალური სანახაობა შესთავაზა. ილუზიონისტი ჯაბა ნიკურაძის გასაცარი ნომერი, რომელმაც მაყურებლის აღფრთოვანება და ჟიურის ოქროს ღილაკი დაიმსახურა.

 

საილუზიო ხელოვნების შესახებ, სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანს სმენია, მათ შორის ისეთი პოპულარული ადამიანების, როგორიცაა დევიდ კოპერფილდი, ჰარი ჰუდინი, დევიდ ბლეინი და სხვ. რომლებმაც თავისი ხრიკებისა და ამ ხელოვნებაში ინოვაციების წყალობით შეძლეს შეენარჩუნებინათ კულტურული სექტორი.

 

ცნობილი ქართველი ილუზიონისტი, ზურაბ ვადაჭკორია ამბობდა, რომ ილუზიონისტმა მაყურებელი არ უნდა მოატყუოს, უნდა გააოცოს – ის, ვინც მაყურებელს ატყუებს, ილუზიონისტის ნიღაბს ამოფარებული თაღლითია”…

 

გაიცანით მომავალი პროფესიონალი ილუზიონისტი, 26 წლის ჯაბა ნიკურაძე მიკრომაგიური სამყაროდან, რომელსაც საკუთარი საქმე ძალიან უყვარს. მეგაპროექტის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ილუზიონისტმა ოქროს ღილაკი დაიმსახურა.

 

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ჯაბა ამბობს, რომ ფოკუსის კეთება, იმდენად ინდივიდუალური და საფრთხილო სფეროა, უმნიშვნელო დეტალიც რომ გამოგეპაროს, ან ჟიურის წევრი მიგიხვდეს ხრიკს, ჩათვალე, მთელი ნომერი ჩავარდნილია.

 

პროფესიონალი არ ვარ, საკუთარ თავს, უფრო ნახევრად პროფესიონალ ილუზიონისტად ვთვლი. სცენაზე, ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო და ამიტომ ძალიან ვინერვიულე, მინდოდა ფართო საზოგადოებას გაეგო ჩვემი შესაძლებლობების შესახებ.

 

სამტრედიის რაიონ სოფელ გომიდან ვარ. სკოლის პერიოდში სპორტით ვიყავი დაკავებული, ხელბურთს ვთამაშობდი.

 

მართალია, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სპორტია, მაგრამ ძალიან მიყვარდა. ასაკობრივ ნაკრებშიც ვთამაშობდი. მუშაობა რომ დავიწყე, სპორტს თავი დავანებე და უმაღლეს საწავლებელში გავაგრძელე სწავლა.

 

სტუდენტი ხარ?

 

მესამე კურსზე ვარ – ქ. ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიულ ფაკულტეტზე – ზუსტი და საბუნებისმეტყველო სპეციალობით. გარემოს დაცვაში ვმუშაობ და ჩემ სპეციალობასთან ახლოს არის.

 

 

რატომ გადაწყვიტე ილუზიონისტობა…

 

2016 წელს პროექტ „ნიჭიერის“ შოუში, ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი მონაწილეობდა. ამის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, მეც შემესწავლა ეს პროფესია და გამეოცებინა საზოგადოება. მანამდეც იყო პატარ-პატარა მცდელობები, მაგრამ ბავშვური, სერიოზულად არასდროს მიფიქრია. ამ პროექტის შემდეგ, უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს.

 

რა განსხვავებაა ილუზიონისტსა და მაგიას შორის?

 

ჩემი აზრით, მაგია, უფრო ბოროტ ძალებთან არის დაკავშირებული. ილუზიონისტს, არანაირი კავშირი აქვს შავ ძალებთან.

 

რა არის შენი სტილი ?

 

ჩემი სტილი, უფრო „მიკრომაგიაა“ – კარტით აკეთებ ფოკუსებს. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი ნომერი შევთავაზო მაყურებელს, რაც არ უნახავს.

 

 

გამოდის, რომ კავშირია მაგიურ ძალებთან, ყველას განსხვავებული უნარები აქვთ?

 

მიკრომაგია, უფრო ხელის ტექნიკასთან არის დამოკიდებული, რომელიც კარტით ფოკუსების კეთებას ნიშნავს. არის ასევე სასცენო ილუზია, რომელიც სცენაზე დიდ რეკვიზიტებს მოითხოვს, სხვადასხვა სახეობებია.

 

რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ სფეროში?

 

ეს არის ადამიანის ემოცია, მაგ. ფეხბურთის თამაშის დროს, როცა გოლი გააქვთ, ყველაზე დიდი სიამოვნებას, მაყურებლისგან იღებენ. მეც ასე ვარ, მაყურებლის ემოცია და აპლოდისმენტი, უდიდეს სიამოვნებას და სტიმულს მაძლევს. როცა სახეზე გაკვირვებას და გაოცებას ვხედავ, ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული და დადებითი მუხტია.

 

რომელ ილუზიონისტს გამოარჩევდი მსოფლიოში?

 

ყველაზე მეტად, ჩემთვის მისაბაძი, კანადელ-ამერიკელი ჯადოქარი შინ ლიმია, რომელიც აღიარებულია ბარათით მანიპულირებისა და ხელის სისწრაფეში.

 

რაოდენობრივად ქალები ნაკლებად არიან ამ პროფესიაში, შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი…

 

პასუხი არ მაქვს, რატომღაც არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ მგონი სიმართლეა. ილუზიონისტობას, არაფერი სჭირდება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ქალი ვერ შესძლებს – მთავარი ნიჭი და შრომაა.

 

რამდენად რეალურია მაგია?

 

ზუსტად ვერ გეტყვი, მაგიაში გარკვეული არ ვარ. ჩემ სფეროში, თითქმის ყველაფერი, ხელის ტექნიკაზე და სისწრაფეზეა დამოკიდებული. ძირითადად, კარტთან გაქვს შეხება და ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები, როგორიცაა ხელის სწრაფი მოძრაობა, მახვილი თვალი, ყურადღების გადატანა და საუბრის დიალექტი.

 

 

ერთი არასწორი მოძრაობა და…

 

ეს იმდენად ინდივიდუალური და საფრთხილო სფეროა, უმნიშვნელო დეტალიც რომ გამოგეპაროს, ან ჟიურის წევრი მიგიხვდეს ხრიკს, ჩათვალე, რომ მთელი ნომერი ჩავარდნილია.

 

და გამოსწორება შეუძლებელი?

 

გააჩნია რა დეტალი ჩაგივარდება, თორემ გამოსწორება, შესაძლებელია. ამ დროს მახვილი გონებაა საჭირო და იმპროვიზაციით მოახერხებ.

 

ილუზიონისტები, არასდროს ამხელთ საიდუმლოს – „ნიჭიერის“ სცენაზე შენმა შესრულებულმა ნომერმა, საზოგადოება გააოცა, დღემდე ცდილობს შენი საიდუმლოს ამოხსნას მაყურებელი…

 

ყველას რომ გავანდო, ჩემი საიდუმლო, ჩვეულებრივი მოვლება იქნება და ჩემზე აღარავინ ისაუბრებს (იცინის), ამიტომ არის ეს სფერო მიუწვდომელი და საინტერესო, ეს იდუმალება შემორჩენილი და შემონახულია.

 

Exclusive  იცი რა გავაკეთე? ფეხით ავაწყვე რუბიკის კუბი და გავიმარჯვე - „ნიჭიერის“ პატარა ვარსკვლავის ემოციური ინტერვიუ
2021-11-12Exclusive იცი რა გავაკეთე? ფეხით ავაწყვე რუბიკის კუბი და გავიმარჯვე - „ნიჭიერის“ პატარა ვარსკვლავის ემოციური ინტერვიუ

 

სკოლები რომ გაიხსნას და სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ამ შემთხვევაში მთელ ხიბლს დაკარგავს და მაყურებელიც აღარ ეყოლება.

 

შენზე მოგვიყევი?

 

დაოჯახებული არ ვარ. ადრე მყავდა შეყვარებული. მშობლებთან, ძმასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობ.

 

ოჯახის წევრებს ფოკუსებს უტარებ?

 

ეს ცოტა რთული თემაა. მამა და ძმა ნეგატიურად არიან განწყობილები. ჩემი ოჯახი, ეკლესიურად ცხოვრობს და ამიტომ ჩემ პროფესიასთან შეგუება, ცოტა გაუჭირდათ. ორივე წინააღმდეგია, რომ ამ სფეროში დავრჩე. ამიტომ არც ვაჩვენებ, მხოლოდ, დედა და ბაბუა არიან ჩემი გულშემატკივრები.

 

 

მეც ბავშვობიდან დავდიოდი ეკლესიაში, წირვას არ ვტოვებდი, მაზიარებელი ვარ. რა თქმა უნდა მამაოს აზრიც უარყოფითია, მაგრამ იცის, რომ შავ მაგიასთან არაფერ კავშირში ვარ. ეს უფრო აზარტია.

 

 

აზარტი და ამავე დროს, ხრიკები…

 

ვერ ვიტყვი რომ რამეს ვიტყუები, რეალურად რასაც ვაკეთებ, ნამდვილად ასეა, უბრალოდ, მაყურებელი ვერ ხედავს რაშია საიდუმლო, როგორ ხდება და ამიტომ ფიქრობს, რომ ვიტყუები.

 

ამ დროს, არ იტყუები, რეალურად აკეთებ ნომერს, მაგრამ ჩანს, რომ საიდულო და დაფარულია. სწორედ, ეს არის, რითაც აოცებ პუბლიკას. გაოგნებული მაყურებელი ვეღარ ხვდება, მოტყუვდა თუ არა.

 

– შემთხვეა, როცა მაყურებელმა, შენი ხრიკი ამოიცნო?

 

მქონდა ასეთი შემთხვევა, მაგრამ სწრაფი რეაგირებით მოვახერხე გამოსწორება. ისე დავიჭირე თავი, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო, მაყურებელმა ხომ არ იცის, როგორი დასასრული მაქვს გეგმაში. ისე მოვიქეცი, თითქოს ასე უნდა მომხარიყო, უნდა დაენახა, მაგრამ ამის გაგრძელებაა რთული – ფინალი უნდა შეცვალო, სწრაფად მოიფიქრო.

 

როგორ გამოიცანი ირაკლის ჩაფიქრებული – ანტანანარივუ (მადაგასკარის დედაქალაქი) და რუსკას – მაიკლ ჯექსონი?

 

ვერ დაგპირდებით რომ საიდულოს გაგანდობთ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ამ ფოკუსის უკან ძალიან დიდი ხრიკი იმალება. მარტივი ნამდვილად არ არის, საკმაოდ დიდ უნარებს მოითხოვს.

 

ყოველივე გენიალური, მარტივია…

 

არის ისეთი ფოკუსებიც, რომელიც ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტურია. მაყურებელი ვერც კი ხვდება, რა სირთულის ნომერს უსრულებ, მთავარია, საინტერესო იყოს. ილუზიონისტს ყველანაირი ნომრის გაკეთება უნდა შეეძლოს, რთულიც და მარტივიც, მთავარია კარგად „შეფუთული“ გადასცე მაყურებელს.

 

ილუზიონისტის პროფესია, საკმაოდ შემოსავლიანია უცხოეთში, აპირებ გახდე ნამდვილი პროფესიონალი…

 

უცხოეთში კარგად ანაზღაურებადი სამსახურია, მაგრამ საქართველოში ასე არ არის. საზღვარგარეთ წასვლაზე კი, ამ ეტაპზე, არ მიფიქრია.

 

ოქროს ღილაკის მფლობელი გახდი – სცენიდან გასული, ჟიურის წევრებმა, უკან შემოგაბრუნეს…

 

ის რაც სცენაზე მოხდა, ჩემი გასვლის შემდეგ, ნამდვილად არ ველოდი. 5 კი, ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი იყო. „ნიჭიერის“ პროექტის დაწყებამდე, ისე ვნერვიულობდი, მესიზმრებოდა ჩემი თავი სცენაზე.

 

უკან რომ დამაბრუნეს, გამიკვირდა, ვერ მივხვდი რა უნდოდათ. თან მაქსიმალური შედეგით ვბუნდებოდი. დედას ვფიცავარ, სცენაზე უკან დაბრუნება არ მინდოდა, ვიფიქრე, ალბათ, ჩემ ხრიკებს მიხვდნენ და უარს მეტყვიან-მეთქი.

 

 

მაგრამ დავბრუნდი უკან, მეტი რა გზა მქონდა. ჩანს კიდეც კადრში, რა დაბნეული გავდივარ, ყველაფერს ამოიკითხავთ ჩემ სახეზე. სტეფანემ ხელი რომ დააჭირა ოქროს ღილაკს, ვიფიქრე, ნეტავ ისევ სიზმარში არ ვიყო და არ გამეღვიძოს-მეთქი – კარგ სიზმარს რომ ხედავ და გაგეღვიძება, ისეთი შეგრძნება მქონდა.

 

წარმოუდგენელი ემოცია მქონდა, სიტყვით ვარ გადმოვცემ. მსოფლიოში არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ისტორიაში, პირველი შემთხვევა იყო, როცა ილუზიონისტმა, ოქროს ღილაკი დაიმსახურა.

 

 

რას პირდები მაყურებელს შემდეგ ტურში?

 

შემდეგი ტურისთვის მომზადება, უკვე დაწყებული მაქვს. რა სტილის ნომერი იქნება, ამას საიდულოდ დავიტოვებ. ალბათ, უფრო მეტად სანახაობრივი იქნება, ვნახოთ როგორ შეხვდება მაყურებელი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ნახეთ ნიჭიერის გადაცემა ⇓

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X