15:41 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

კარანტინი გლდანში – ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა

კარანტინი გლდანში – ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა

გლდანში კორონავირუსის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა.

 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ ერთ-ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

COVID-19-ით ინფიცირებულები 35 წლის მამაკაცი და მისი მშობლები არიან.

 

ანალიზები მამაკაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

კარანტინი გლდანში – ერთი კორპუსი მთლიანად ჩაკეტეს

კარანტინი გლდანში – ერთი კორპუსი მთლიანად ჩაკეტეს

Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Dienstag, 7. April 2020

 

ავტორი: Prime Time

X