19:21 | 2021-11-18 ავტორი: Prime Time

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციუცი სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, – აცხადებენ უწყებაში.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, წაქცევის შემდეგ ის საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.

 

ავტორი: Prime Time

X