19:37 | 2021-11-19 ავტორი:

„ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური“ – მამუკა მდინარაძე

„ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური“ – მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ელენე ხოშტარიას ფაქტორის” იყო ერთ-ერთი დომინანტი მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების შესახებ.

 

მდინარაძის თქმით, ხოშტარია, ისევე როგორც სხვა მოშიმშილეები მათმა “თანამზრახველებმა” გაწირეს, მაგრამ, ქართულმა ოცნებამ არ გაწირა.

 

“ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში, იყო ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

X