19:09 | 2021-11-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

 

ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

 

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

 

დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X