22:53 | 2021-11-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„პირველად გავიღიმე დიდი ხნის შემდეგ“ – გიული ალასანიას პირველი კომენტარი

„პირველად გავიღიმე დიდი ხნის შემდეგ“ – გიული ალასანიას პირველი კომენტარი

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე მისი დედა, გიული ალასანია პირველ კომენტარს აკეთებს.

 

„პირველად გავიღიმე დიდი ხნის შემდეგ, თუმცა, სანამ ჩემი თვალით არ დავინახავ იქ [გორში] ნამდვილად არის ჩაყვანილი და მოთავსებული, არ ვიცი… ჯერჯერობით ისევ იმ მდგომარეობაში ვარ.. იმდენი იმედგაცრუება იყო ამ დღეების განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ალასანიამ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე საათში მიხეილ სააკაშვილს გორის კლინიკაში გადაიყვანენ. პირობის თანახმად, გადაყვანისთანავე შეწყვეტს ის შიმშილობას.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X