
“დამიცავი პატარა ვარ” ეს სოციალური ჯგუფის გვერდია, რომელიც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით არის შექმნილი. ადამიანები, საზარელ ისტორიებს, რომლებიც თავს სხვადასხვა დროს, ბავშვობაში გადახდათ, ანონიმურად, ამავე გვერდზე აქვეყნებენ.
ამჯერად, მძიმე ისტორიის ავტორი საკუთარ თავგადასავალს ყვება, რომელიც მაშინ შეემთხვა, როცა 15 წლის იყო. სექსუალურად მოძალადე კი, მამინაცვალი გახლდათ. გოგონამ სამართალდამცავ ორგანოს არ მიაკითხა, თუმცა ყველაზე დრამატული კი ისაა, რომ ამ ისტორიას გოგონას დედა შეეწირა…
“15 წლის ვიყავი, როდესაც ეს ამბავი მოხდა. დედა ავად იყო, წამლები სჭირდებოდა და ჩემს მამინაცვალს სთხოვა, მას მოეტანა, მაგრამ მან დაჟინებით მოითხოვა, დედა წასულიყო და ბავშვიც (ჩემი პატარა და) თან წაეყვანა, მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ სამსახურიდან არ შეეძლო ადრე წამოსვლა (როგორც წესი, სულ გვიან ბრუნდებოდა სახლში).
ბოლოს გადაწყდა, რომ დედა წავიდა. მე სკოლიდან რომ დავბრუნდი, მალევე კარზე კაკუნის ხმა გავიგე. ჭუჭრუტანიდან ჩემი მამინაცვალი რომ დავინახე, ლუდით ხელში, ძალიან შემეშინდა, რადგან არ ვენდობოდი: ხშირად ჩემს ოთახში შემოდიოდა, როდესაც “მეძინა”, მიყურებდა და როცა ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე, ვამოწმებდი, ხომ არ გადაგეხადა საბანი და ხომ არ შეგცივდაო.
მოკლედ, გავაღე კარი – სხვა რა გზა მქონდა… თავიდან მოდი, დალიეო, მაძალებდა. უარის შემდეგ მარტომ დაიწყო დალევა. მე ჩემს ოთახში გავედი, თავი ავარიდე, მან კი თავის აღსაგზნებად პორნოები საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩაირთო. ხმა რომ გავიგე, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ მინდოდა წასვლა ეზოში. არ მიშვებდა და მეტიც – საცვლით გამომეცხადა.
ხელების შემოხვევა და სხეულით მოკვრა დამიწყო… ძალიან შემეშინდა… მეუბნებოდა, ნუ შეგეშინდება, ხელით შეგეხები, არ ინანებ, ისევ ქალიშვილი დარჩებიო… მე ვიშორებდი, ხელი ვკარი, დაეცა. ამ დროს უცებ კარი გავაღე და კიბეზე ჩემი და და დედაც ამოდიოდნენ. მამინაცვალმა ხელით მანიშნა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი… დედას ვუთხარი, რომ ეზოში ჩავიდოდი და 1 ლარით გავიქეცი სახლიდან.
3 დღეზე მეტი მეძებდნენ. ის უნამუსო აქტიურად იყო ჩემს ძებნაში ჩართული. როდესაც მიპოვეს, ყველაფერი მოვუყევი. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემი ახლობლები. მის გამო სკოლიდან გამომიყვანეს და გადამხვეწეს სოფლად, 1 წლის განმავლობაში…
ძალიან ვნანობ, რომ ეგრევე პოლიციაში არ წავედი, მაგრამ შემეშინდა რომ არ დამიჯერებდნენ… ამ ამბავს დედა გადაყვა. მეზიზღება ის დღე და ის პედოფილი, დღესაც რომ თავისუფლად დაპარპაშებს აქეთ-იქით… მან ხომ მთელი ბავშვობის საუკეთესო წლები წამართვა… არ შეგეშინდეს! შენც თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდი, გთხოვ, აუცილებლად მიმართე შესაბამის ორგანოებს!!!” – წერს მსხვერპლი.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO – როგორია მამა პეტრეს დილის რუტინა
„მე მაქვს და მინდა დაგიბრუნო“ – სოცქსელში 5-ლარიანის პატრონს ეძებენ
ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა






















