13:23 | 2021-11-22 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„იქნება ისეთი პროტესტის ფორმა, რომელიც ჯერ არ გვინახავს” – რას გეგმავს “ნაცმოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გორში გადაყვანის შემდეგ

„იქნება ისეთი პროტესტის ფორმა, რომელიც ჯერ არ გვინახავს” – რას გეგმავს “ნაცმოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გორში გადაყვანის შემდეგ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს არ წყვეტს. ამჯერად, ოპოზიციური პარტია აქციებზე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას მოთხოვნასაც დააყენებს. ძალაში რჩება სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, სააკაშვილს საქართველოში ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის დაწყების საშუალება უნდა მიეცეს.

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ - რას წერს ბესო ზანგური
2021-11-22„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ - რას წერს ბესო ზანგური

 

„ჩვენ თავიდან სამი მოთხოვნა გვქონდა: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორება, ანუ კლინიკაში გადაეყვანა, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, აქედან მხოლოდ ერთია შესრულებული.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის მოქალაქეობის აღდგენასაც მოვითხოვთ, რადგან სააკაშვილის მიერ საქართველოში ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შემდეგ, მოქალაქეობის აღდგენის საკითხიც უნდა დადგეს.

 

აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები გაგრძელდება და ასევე, ვიმუშავებთ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. აქციები იქნება პერმანენტული ხასიათის, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. იქნება მსვლელობებიც და გამოყენებული იქნება პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ჯერ არ გვინახავს.

 

ხელისუფლებას რომ უნდოდეს, სააკაშვილის გათავისუფლება, ჩვენი მოთხოვნა ერთ წუთში იქნება შესრულებული, ეს რომ არ უნდა, ამიტომაც იგეგმება აქციები. როდის დაიწყება აქციები, ეს ოპოზიციის განცხადებაში გახდება ცნობილი“,- განაცხადა გოცირიძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს, რის გამოც მან შიმშილობა გამოაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული პროტესტის შეწყვეტა იმ შემთხვევაში დააანონსა, თუ მას საქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ, ხელისუფლებამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამკურნალოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო

 

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – რას წერს ბესო ზანგური

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს​

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X