
კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება, – ამის შესახებ ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა.
მისი თქმით, საავადმყოფოში მყოფი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ძირითადად არავაქცინირებული პირები არიან.
„ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება, როგორც ჩუმი ეპიდემია, რომელიც ხილვადი ხდება სუნთქვისთვის მებრძოლი პაციენტების სურათებში. ეს მუდმივი საშინელება რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, ძირითადად, არავაქცინირებული ადამიანებით შემოიფარგლება. ზოგადად, კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. ვაქცინები ზღუდავენ მის სულის შემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა“, – განაცხადა ენდრიუ პოლარდმა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















