00:11 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

„ნუ დაინტერესდები ხალხის აზრით, ბრბოს ფსიქოლოგიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“ – პეტრე კოლხი

„ნუ დაინტერესდები ხალხის აზრით, ბრბოს ფსიქოლოგიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“ – პეტრე კოლხი

ნუ დაეკარგები შენს თავს, ნუ გაექცევი შენს ნამდვილ სახეს, ნუ შეუშინდები სიმართლეს, სინამდვილეს. რაც დრო გავა, უფრო გაგიჭირდება საკუთარი ნამდვილი სახის დანახვა,- ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არც ერთი წამი არ იცხოვრო ტყუილში. ნუ დაინტერესდები ხალხის აზრით. ბრბოს ფსიქოლოგიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არაერთის სული ჩაკლა და გაანადგურა. მერე რა, რომ არ მიგიღებს საზოგადოება, თუ მას არ ემსგავსები.

 

რა უფრო მტკივნეული იქნება შენთვის, შეინარჩუნო თვითმყოფადობა თუ, ხალხის შიშით და მათთვის თავის მოსაწონებლად ითამაშო… ასეც რომ იყოს, დიდხანს ვერ ითამაშებ, ვერ გაუძლებს შენი ბუნება ფარისევლობას, სიყალბეს, სტრესს… ან რაში გაინტერესებს მათი აზრი, ვისაც მოჩვენებითი და ხელოვნური მოეწონები…

 

სინამდვილეში შენ კი არა, შენი ნიღბების მეხოტბეები იქნებიან… ჰოდა, მიაყარე ის ნიღბები სახეში და შენი ბუნებრივი მდგომარეობით განაგრძე სიარული… მარტოც რომ დარჩე, გეცოდინება მაინც, რომ მოჩვენებითად არავინ მოგყვება გვერდით, “- წერს პეტრე კოლხი.

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X