18:43 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

ვალერი გელაშვილს ისიც ვუთხარი, რომ საცემი იყო და მე გცემდი ერთი ერთზე კაცი, რომ ვყოფილიყავი თქო – ნინო ბურჯანაძე 

ვალერი გელაშვილს ისიც ვუთხარი, რომ საცემი იყო და მე გცემდი ერთი ერთზე კაცი, რომ ვყოფილიყავი თქო – ნინო ბურჯანაძე 

„ვალერი გელაშვილის საქმეზე მიშასთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისჯა შესაძლებელი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის შემსრულებლები დაადებს ხელს ან მიშას, ან თავის უფროსს, რომელიც მერე იტყვის, რომ ეს ბრძანება მე სააკაშვილმა მომცა“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბრჯანაძემ “ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ბურჯანაძე ამბობს, ვალერი გელაშვილმა როგორც ადამიანური ისე პოლიტიკური ზღვარი გადალახა, რის გამოც ის საცემი იყო.

 

„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებო“ - სამგორში მოკლული ბიჭის დედა 
2021-11-24„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებო“ - სამგორში მოკლული ბიჭის დედა 

„ვალერი გელაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და როგორ შეიძლება პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე რომელიც გამოძიებული არ არის.

ვალერი გელაშვილს მე ისიც ვუთხარი, რომ საცემი იყავი მეთქი. მე გცემდი ერთი ერთზე კაცი, რომ ვყოფილიყავი თქო რა! – და თუ ვინმემ სპეცრაზმი გამოგიგზავნა ძალიან არაკაცურად და ცუდად მოქცეულა მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ. სამწუხაროდ, ბატონმა ვალერიმ გადალახა რაღაცა ცოლ ქმრული ზღვარი, ადამიანური და პოლიტიკური ზღვარიც კი და ისეთი რამე იკადრა, რომ ადამიანურად და კაცურად ის მართლაც საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ ვალერი გელაშვილი სპეცრაზმა სცემა.

მე სწორედ ეს ვუთხარი სააკაშვილს, რომ თუ შენ ეს იცოდი და თუ ეს შენგან მოდის, ეს არის დანაშაული. მე არ ვიცი ეს მისგან მოდიოდა, თუ არა მაშინ ეს ჩემთვის არც დაუდასტურებია და არ უარყვია,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X