13:51 | 2021-11-26 ავტორი: Prime Time

რას ყვება მოსამართლე, რომელმაც 2006 წელს გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, 11 წლის შემდეგ კი მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნეს

რას ყვება მოსამართლე, რომელმაც 2006 წელს გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, 11 წლის შემდეგ კი მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს დეპუტატებმა მის მიერ განხილულ გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმეზე შეკითხვები დაუსვეს.

VIDEO: ასმაგს გადაგახდევინებ, ბოდიში მომიხადე... წყნეთიდან მოვდივარ ამის გულისთვის... - აჩიკო მეფარიძე კონსულტანტს დაუპირისპირდა 
2021-11-26VIDEO: ასმაგს გადაგახდევინებ, ბოდიში მომიხადე... წყნეთიდან მოვდივარ ამის გულისთვის... - აჩიკო მეფარიძე კონსულტანტს დაუპირისპირდა 

 

„გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ეს ადამიანები გამართლდნენ, მათ ციხეში 11 წელზე მეტ ხანს მოუწიათ ყოფნა. შეიძლება მოხდეს შეცდომა, მაგრამ თვლით, რომ როცა ასეთი მძიმე შეცდომა აქვს დაშვებული მოსამართლეს, ვისი გადაწყვეტილებითაც 11 წელი მოუწიათ უდანაშუალოდ ციხეში ჯდომა, იმსახურებს უზენეაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობას?“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა

 

რაზეც ნინო სანდოძემ უპასუხა, რომ 2017 წელს ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებმაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამოიწვია ის, რომ ეს განაჩენი გადაისინჯა.

 

„თქვენ მიუთითეთ – „მოსამართლე, რომელსაც ასეთი შეცდომა აქვს დაშვებულიო“ – არცერთი პროცენტით არ ვთვლი, რომ მე შეცოდმა დავუშვი ამ საქმეზე და განგიმარტავთ – რატომ. საქმეში არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს განაჩენი იმ წლებში გადასინჯა სააპელაციო სასმართლოს სამმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ“, – განაცხადა სანდოძემ.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X