18:08 | 2021-11-26 ავტორი: Prime Time

სააკაშვილის ექიმი: დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და ემოციური დამხვდა

სააკაშვილის ექიმი: დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და ემოციური დამხვდა

მიხეილ სააკაშვილს ექიმის, ენდოკრინოლოგის ელენე გიორგაძის თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

გიორგაძის თქმით, სააკაშვილს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ამოწმებენ.

ზელენსკი: ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება
2021-11-26ზელენსკი: ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

 

„დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და ემოციური დამხვდა, არ ვიცი რატომ, შეგიძლიათ თავად იკითხოთ, თუმცა მე როგორც ექიმმა, ყველას – მის იურისტებსა და ამხანაგებს, ოჯახის წევრებს ვთხოვე 2 კვირა მაცადონ, რომ მკურნალობის პროცესი დავასრულოთ.

 

ვინც მის სიცოცხლეზე ფიქრობს, ცოტა გვაცადეთ. წარმოიდგინეთ, 50 დღე შიმშილობთ და ამის შემდეგ რაღაცაზე ფორიაქობთ, კარგად იქნებით? ერთადერთი რეკომენდაცია რაც მაქვს არის ის, რომ დღეში 3 ვიზიტორზე მეტი არ იყოს, თუ ვინ იქნებიან ეს ვიზიტორები და ვინ შევა მოსანახულებლად, ეს მე არ მეხება. თვითონ პაციენტი ექიმებს არაჩვეულებრივად მოგვყვება,“ – განუცხადა მედიას ელენე გიორგაძემ.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის ანალიზები ნელ-ნელა სწორდება და დღესაც გარკვეული პარამეტრები გამოსწორდა.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X