23:46 | 2021-11-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის ახალი შტამი 500 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი – ზაზა წერეთელი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

კორონავირუსის ახალი შტამი 500 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი – ზაზა წერეთელი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აზიარებს.

 

„მაშ ასე ახალი შტამის სახელია „ომიკრონი“ და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებეული „variant of concern“. მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე (იხილეთ გრაფიკი). და მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი.

 

„დაიწყეთ მზადება ახალი პანდემიისთვის“ - ტერორისტები ეცდებიან გამოიყენონ ჩუტყვავილა როგორც ბილიოგიური იარაღი
2021-11-26„დაიწყეთ მზადება ახალი პანდემიისთვის“ - ტერორისტები ეცდებიან გამოიყენონ ჩუტყვავილა როგორც ბილიოგიური იარაღი

 

ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება. უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი.

 

ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზაროდს დარჩენილი ვაქცინაცის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადების ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლბელობა არის (სხვათაშორის, საქართველომ სრულიად უგულვებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტაციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა)

 

 

ასეთი ამბები მსოფლიოში…კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი“, – წერს ზაზა წერეთელი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X