
„ნიუ-იორკში ვირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ასოშიეტედ პრესი“.
ვირუსით ქალაქში 3 202 ადამიანი გარდაიცვალა. 2001 წელს მომხდარ ყველაზე საზარელ ტერაქტს კი, 2 977 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა.
რაც შეეხება ნიუ-იორკის შტატს, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 731 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიუ-იორკის შტატში აღნიშნული ინფექციით 5 500 ადამიანია დაღუპული.






















