12:02 | 2021-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება – ივანე ჩხაიძე მოსალოდნელ საფრთხეზე

უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება – ივანე ჩხაიძე მოსალოდნელ საფრთხეზე

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა – „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

 

ჯანმო-მ ამ ვარიანტს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა. ეს არის შეშფოთების მუტაცია, შეშფოთების ვარიანტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი – „ომიკრონი“ დაარქვა.

 

კორონავირუსის ახალი შტამი 500 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი - ზაზა წერეთელი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
2021-11-26კორონავირუსის ახალი შტამი 500 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი - ზაზა წერეთელი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

 

ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმო-ს არცერთ მუტაციაზე არ ჰქონია. ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის მიიჩნევა, რომ ამ ვარიანტს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე – „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – აცხადებს ჩხაიძე.

 

კორონავირუსისომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X