
რა ხდება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი – ომიკრონი დაფიქსირდა, ამ შტამს ჯანმომ „შემაშფოთებელი“ უკვე უწოდა. ბოტსვანის რესპუბლიკაში არსებულ კოვიდ ვითარებაზე ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი, ნათია გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
ნათია გიორგობიანის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლდება, ბოლო 11 დღეა ქვეყანაში ვირუსის შედეგად არავინ გარდაცვლილა.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ ყველას მოკითხვისთვის. რადგან ჩემი ინბოქსი ორი დღეა არ გაჩერებულა, გადავწყვიტე აქაურ კოვიდ სიტუაციას ერთი პატარა პოსტი მივუძღვნა და დაგამშვიდოთ. ბუნებრივია ყველა ჩვენი ახლობელი ღელავს, ისევე როგორც ჩვენ თქვენზე. როგორც ბოტსვანის ჯან. მინისტრის დილის ბრიფინგებით ვიგებთ, ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად კონტროლდება.
გუშინ, სამხ. აფრიკის რესპ. საზღვრიდან ოთხი კოვიდინფიცირებული უკან დააბრუნეს და მთელი მათი კონტაქტები (ერთი თვითმფრინავი ხალხი ) იზოლაციაში გადაიყვანეს. პიკი ივლისი-აგისტოში იყო. მას მერე სულ ქვევით მოდის.
ბოლო 11 დღეა ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილი არ დაფიქსირებულა. დღიურად მხოლოდ მაქს. 70, 80 ინფიცირებული (ბოტსვანის მოსახ. დაახლ. 2.700.000). უკლებლივ ყველა ატარებს პირბადეს ქუჩაშიც, მანქანაშიც. ქვეყნის მასშტაბით აცრილია; სამედიცინო პერსონალი 100%, მოსახლეობის 40% მდე და დედაქალაქის 90% ზე მეტი. რა თქმა უნდა ჩვენც მათ შორის. აქ ზაფხული ახლა მოვიდა და ყველა თავყრილობა თუ ღონისძიება ისედაც ღია სივრცეში იმართება (ხალხი მაინც პირბადეებით. არც ცხვირი გარეთ ). იმედი გვაქვს მომავალში დრამატული ცვლილებები არ მოხდება გმადლობთ, კიდევ ერთხელ”, – წერს ნათია გიორგობიანი.
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნათია გიორგობიანი და მისი მეუღლე, შალვა რცხილაძე, რომელიც პროფესიით ექიმია, ბოტსვანაში უკვე 5 თვეა იმყოფებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები
რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად






















