
კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა.
35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა.
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალები ვაქცინირებულები არ იყვნენ.
ცნობისთვის, კორონავირუსით საქართველოში სულ 19 ორსული გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 56 პაციენტი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ:
სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები
რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად






















