22:05 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

ხანდაზმულების პნევმოკოკური ვაქცინაცია კარგია, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს – გამყრელიძე

ხანდაზმულების პნევმოკოკური ვაქცინაცია კარგია, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს – გამყრელიძე

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვთვლი, რომ ხანდაზმული ადამიანების პნევმოკოკური ვაქცინაციის დანერგვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, – ამირან გამყრელიძემ facebook- ლაივში ჩართვისას განაცხადა.

 

„2015 წლიდან ჩვენ ვცრით ბავშვებს, ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკური ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი ღონისძიება.

 

რაც შეეხება ხანდაზმულთა, 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამას ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით მისი ეფექტურობა ჯერ გამოკვლეული არაა, ვინაიდან ამ ინფექციას მხოლოდ 3 თვის ისტორია აქვს.

 

ახლა ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა დარჩეს სახლში, და ამ პირობებში ხანდაზმული ადამიანების აცრა ძალიან რთული იქნებოდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის – ამირან გამყრელიძის პასუხი სააღდგომო თემაზე

 

ავტორი: Prime Time

X