22:46 | 2021-11-28 ავტორი: Prime Time

ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! – იტალიაში მოღვაწე პროფესორი

ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! – იტალიაში მოღვაწე პროფესორი

იტალიაში მოღვაწე ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სოლომონ ნერგაძე პანდემიასა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.

 

სოლომონ ნერგაძე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალი შტამი სწორედ იქიდან მოდის, სადაც მოსახლეობა აცრილი არ არის.

 

არის თუ არა „ომიკრონის“ მიმართ „ფაიზერი“ ეფექტიანი - რა ეტაპზეა კვლევები
2021-11-28არის თუ არა „ომიკრონის“ მიმართ „ფაიზერი“ ეფექტიანი - რა ეტაპზეა კვლევები

 

„გუშინ იტალიის მინისტრის ხმას მოვკარი ყური რადიოში.​ ორასსამოცი ათასი აიცრაო ერთ დღეში – გახარებული ამბობდა მინისტრი. იტალიისთვის 260 ათასი საქართველოსთვის ნიშნავს დაახლოებით 26 ათასს… ყოჩაღ, ქალბატონო თ. თოფურია და ნ. გვარამია!

 

თქვენ იმარჯვებთ – საქართველოში არც პირბადეს ატარებენ და არც იცრებიან …. ჩვენი თანამემამულეები…

 

ახალი შტამი მოდის. თუ ხედავთ, საიდან? აფრიკიდან. რატომ აფრიკიდან?! იქ მოსახლეობის 10%-იც კი არაა აცრილი… გაიგეთ, აცრის მოწინააღმდეგეებო?!…

 

შტამმა მუტაცია ევროპაში კი არ განიცადა, სადაც მოსახლეობის 90%-მდე ორჯერაა აცრილი, არამდე აფრიკაში, სადაც მოსახლეობის 10%-იც კი არაა აცრილი…

 

ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?!… მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნოლი?!….“,- წერს სოლომონ ნერგაძე.

 

ავტორი: Prime Time

X