
„ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მუტაციების გათვალისწინებით, რამაც იმუნური დაცვის გარღვევისა და გადაცემის პოტენციალი შეიძლება გაზარდოს, გლობალურ დონეზე „ომიკრონის“ შემდგომი გავრცელების ალბათობა მაღალია. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, კორონავირუსის მომავალი ტალღები შესაძლებელია, რასაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის, იმაზე, თუ სად შეიძლება მოხდეს ახალი ტალღა. „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
🆕 Technical paper on the #COVID19 variant of concern, Omicron. It includes a set of preparedness actions for countries ⬇️ https://t.co/SH1VGbuoka
— World Health Organization (WHO) (@WHO) November 29, 2021
ასევე დაგაინტერესებთ:






















