16:51 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონია შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონია შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, შეზღუდვა, უცხოელ ბიზნესმენებსა და სტუდენტებსაც შეეხება.

 

ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არ შეეხება უცხოელ რეზიდენტებსა და იაპონიის მოქალაქეებს, თუმცა იაპონიის მოქალაქეებსა და უცხოელ რეზიდენტებს, რომლებიც იაპონიაში იმ 14 ქვეყნიდან ბრუნდებიან, სადაც „ომიკრონი“ ვარიანტის შემთხვევები დადასტურდა, კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X