14:10 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

VIDEO: რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სანდრა რულოვსზე

VIDEO: რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სანდრა რულოვსზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. საუბრისას მან სანდრა რულოვსიც ახსენა, რომელიც ერთ-ერთი იყო, რომელმაც ურჩია, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, სანდას საქართველოში ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ამის კვალი დღემდე ბევრ რამეს ეტყობა.

 

„მე ჩამოვედი იმიტომ, რო ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. რომ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ. ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთად გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი.

 

მისი ნამუშევრის კვალი რჩება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაში ,სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით. 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაში“,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X