
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტის მთელ მსოფლიოში გავრცელების მაღალ რისკებზე საუბრობს. მათივე ცნობით, „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.
თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კვლავ საყურადღებოა კოვიდის „დელტა“ შტამი.
„არ დაგავიწყდეთ, კოვიდის დელტა ვარიანტი დომინანტური შტამია! აიცერით!“, – წერს კულუმბეგოვი სოცქსელში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 170 057 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 156 998 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 40.7%.
სრულად ვაქცინირებულია 998 613 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.0%. 29 ნოემბერს აიცრა 13 603 ადამიანი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები























