15:20 | 2021-12-01 ავტორი: Prime Time

გურჯაანში წყლის კომპანიამ შემთხვევით გამაოგნებელი რამ აღმოაჩინა – ნახეთ რა იპოვეს მუშებმა

გურჯაანში წყლის კომპანიამ შემთხვევით გამაოგნებელი რამ აღმოაჩინა – ნახეთ რა იპოვეს მუშებმა

სოფელ გურჯაანში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს, ბრინჯაოს ხანის ორმო-სამარხი აღმოაჩინეს.

VIDEO: ვახო სანაიას რეაქცია, როდესაც სტუმარმა მას ძმის სახელი რამდენჯერმე დაუძახა
2021-12-01VIDEO: ვახო სანაიას რეაქცია, როდესაც სტუმარმა მას ძმის სახელი რამდენჯერმე დაუძახა

 

ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისის სამარხი დაახლოებით 70 სმ სიღრმეზე იყო, სადაც ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნემსი იყო დამარხული.

 

მასალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს რეგიონალური ინსპექციის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში გადაიტანეს, სადაც მათი რეაბილიტაცია და გურჯაანში დაბრუნება მოხდება.

 

არქეოლოგიური დასკვნა გარკვეული დროის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X