00:33 | 2021-12-01 ავტორი: Prime Time

ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს​

ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს​

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

 

• არის სრულად ვაქცინირებული;

• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;

• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;

• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;

პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.

 

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.

 

აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

 

საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.

 

საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.

 

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

 

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

 

მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს

 

რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები

 

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

 

„ჩემი ცხოვრება იმედით და სიხარულით სავსე იქნება…“ – თაკოს რჩეული და „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის მფლობელის ახლი „სიტყვა“ ქართულ პოეზიაში

 

4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე შევთანხმდით, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ იყო საინტერესო და გავშორდით… – ელენე ხოშტარია პირველ ქმარზე

 

8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან

ავტორი: Prime Time

X