
გვექნება რეკომენდაცია, გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და იყოს შემცირებული 6 თვემდე, – ივანე ჩხაიძის ამ განცხადებას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.
„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ, ოღონდ მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ. ისე ჩანს, მუდმივი „მწვანე პასპორტის“ ავტორებს კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელი და არ არის სეზონური „გრიპი“.
არაერთხელ ვთქვი: ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიაა, ეს არის დანაშაული. დღემდე ბევრს სჯერავ, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები „ექსპერიმენტული“ (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამინათვალში).
მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია მოიპოვოს, ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე. არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს ფხაკაძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა – „40 დღე იშიმშილა და განწმენდილი წარსდგა უფალთან“























