
Worldometers-ის ბოლო ინფორმაციით, მსოფლის მასშტაბით ახალი კორონავირუსით 1,431,973 ადამიანია დაინფიცირებული.
ვირუსის აფეთქების შემდეგ, 8 აპრილის მონაცემებით 82,096 ადამიანი დაიღუპა, 302,209 კი განიკურნა.
ყველაზე მეტი დაინფიცირებული პაციენტი აშშ-შია (378 ათასზე მეტი), შემდეგ ესპანეთში (140 ათასი), იტალიაში (132 ათასი), გერმანია (105 ათასი), საფრანგეთი (98 ათასი) და ჩინეთი (82 ათასი).
8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსს 208 ადამიანი მკურნალობს, გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 46 გამოჯანმრთელდა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















