
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ჩინური ვაქცინების შემთხვევაში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 3 თვემდე, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი 5 თვემდე შემცირდეს.
მისივე თქმით, ბუსტერ დოზების გაკეთების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება.
„დღეს იყო მსჯელობა და ბუსტერებთან მიმართებაში, ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით დიდი ალბათობით ხვალ-ზეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, შემცირდება ვადა, 18 წლის ზემოთ უნივერსალურად სამ თვემდე, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6-დან 5 თვემდე ჩამოვა ეს ვადა, რაც ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მყარი და ძლიერი იმუნური პასუხით დახვდნენ თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის სურვილი აქვთ, მათ მაინც არ დავაკლოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება და ამ ახალი გამოწვევის პრისპირ შესაბამისი იმუნური სტატუსი ჰქონდეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „საქართველოს პირველ არხთან“ საუბრის დროს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















